მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ესკულაპეს მოწაფე (1977)
ამ გვერდს გაეცნო 7622 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მელოდრამა, 9 ნაწილი, 2374 მეტრი (86 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორები: თეიმურაზ მაღლაფერიძე, ოთარ აბესაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, შოთა გაბელაია, მერაბ ჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, შინაგი ნაცვლიშვილი, კარლო საკანდელიძე (კუკური), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე, ლეო (ლევან) ფილფანი, დავით ოქროსცვარიძე, სერგო ახალაძე, აბესალომ ლორია, ალექსანდრე მახარაძე, რენე აბესაძე, თამილა ლასხიშვილი, გრიგოლ კოსტავა, კახი კავსაძე, მზია ქადაგიძე, ციალა ბერიძე, ლეილა შოთაძე, თამარ თვალიაშვილი, მანანა ლომთათიძე, ნ. ჩირგაძე, თამარ აბესაძე, მარიამ აბესაძე, დ. ცერცვაძე
 

ფილმი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მომსახურეთა ყოფა-ცხოვრებას, აგრეთვე ბუნებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის აქტუალურ პრობლემებს აშუქებს. ქარხანაში სამუშაოდ მივლინებული ახალგაზრდა ექიმი გურამ ახალკაცი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ქარხნის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად დაბინძურებული გარემოს დასაცავად ხელმძღვანელ მუშაკებს დაუპირისპირდება...
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.