მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სამანიშვილის დედინაცვალი (1977)
ამ გვერდს გაეცნო 19688 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ტრაგიკომედია, 9 ნაწილი, 2373 მეტრი (98 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ლომერ ახვლედიანი, იური სხირტლაძე
დამდგმელი მხატვრები: ბორის ცხაკაია, ჯემალ კუხალაშვილი, ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორები: გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ნელი ფარცვანია
მონაწილეობენ: ვასილ კახნიაშვილი (ბეკინა), იმედა კახიანი (პლატონი), ნოდარ ჩაჩანიძე (კირილე), ვენერა ნეფარიძე (დედინაცვალი), ბერტა ხაფავა (მელანო), შოთა გაბელაია (არისტო), სალომე ყანჩელი, თამარ ღვინიაშვილი, ნესტან კვეიძე, ვასილ ჩხაიძე, აკაკი (კაკო) ბაქრაძე (მოძღვარი), გივი მოდებაძე, როდერ ჩაჩანიძე, ქეთევან შარიქაძე, ანზორ ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე (გიზო ) კაკაურიძე, გურამ წერეთელი, ოთარ ქურციკიძე, ალექსანდრე რამიშვილი, აზა ნუცუბიძე (არისტოს ცოლი)

გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.