მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სოფლის აშიკი (1976)
(ალმანახიდან "ასეც ხდება")
ამ გვერდს გაეცნო 21098 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, კომედია, 5 ნაწილი, 1029 მეტრი (37 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი
მონაწილეობენ: რამაზ ჩხიკვაძე (ლევანა), ლია გუდაძე (პასიკო), გულჩინა დადიანი (ანეტა), ნოდარ მარგველაშვილი, ვიქტორ ნინიძე, ეთერ მოციქულაშვილი, თინათინ ღვინიაშვილი, ევა ხუტუნაშვილი, ნიკოლოზ (ბიჭიკო) ანდრონიკაშვილი, გიორგი ჟუჟუნაშვილი, არჩილ მაჩაბელი, შალვა ჯანიაშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, გეგა დემეტრაშვილი, ლადო კახიანი, ნ. ჯუღელი, კოტე ბურჯანაძე, თამაზ დანელია, დავით ლურსმანაშვილი

გადაღებულია ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ლევანასა და პასიკოს ფარული ურთიერთობა სოფლის ჭორიკნებს აალაპარაკებს. მოლაყბეთა და საკუთარ მეუღლეთა თვალის ასახვევად პასიკო, ვითომ ღირსების შელახვისათვის, ლევანას სასამართლოში უჩივლებს. მართლმსაჯულების მოხელეთა კლანჭებში ჩავარდნილი ლევანას ცოლი იძულებული ხდება პასიკოს ქრთამი შესთავაზოს გასაჩუმებლად. პასიკო ფულს აიღებს, მაგრამ ლევანასთვის თვალების ჟუჟუნს არც შემდეგ მოიშლის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.