მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნატვრის ხე (1976)
ამ გვერდს გაეცნო 37157 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 11 ნაწილი, 2894 მეტრი (87 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: რევაზ ინანიშვილი, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: გულნარა (გულიკო) ომიაძე
მონაწილეობენ: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გედია), ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (შეთე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (ბუნბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (ჩაჩიკა / ჭიჭიკორე), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბათულა), გივი ბერიკაშვილი (ფადლაურა), ჯემალ ღაღანიძე (თაღრია), დავით პაპუაშვილი (დიაკვანი აზარია), ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე (ნინორე), თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბურბუთაშვილი (შეთეს დედა), შოთა სხირტლაძე (მწყემსი), ბერტა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი, ა. დოლენჯიშვილი, ზაზა ხალვაში, ნათელა მახალდიანი, მ. ჭაბაშვილი, გ. მეჭურჭლიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, დავით უფლისაშვილი, გივი ჭიჭინაძე (იფრო), დავით კვირცხალია

გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით
 

ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი შეადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან.

ფესტივალები და პრიზები:
  • ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1977).

  • პრიზი "დავიდ დი დონატელო", საერთაშორისო კონკურსი (იტალია) (1978).

  • "ფიპრუსის" პრიზი რომანტიკული ფილმების კინოფესტივალზე, კობური, საფრანგეთი (1983).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.