მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ღვინის ქურდები (1975)
(ალმანახიდან "ჩირიკი და ჩიკოტელა და... ღვინის ქურდები")
ამ გვერდს გაეცნო 20677 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 3 ნაწილი, 846 მეტრი (31 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
სცენარის ავტორი: ელგუჯა ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: კარლო საკანდელიძე (ზაქრო), გივი ბერიკაშვილი (ფირუზა), კახი კავსაძე (ელიბო), გულჩინა დადიანი (მაკრინე), დავით ვაშაკიძე (სანდალა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (თედო), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ლექსო)

გადაღებულია შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით
 

მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.