მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წყარო გზის პირას (1974)
(ალმანახიდან "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში")
ამ გვერდს გაეცნო 7861 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, კინონოველა, 3 ნაწილი, 770 მეტრი (28 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: ედუარდ ლაპკოვსკი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ჯულიეტა წოწონავა
მონაწილეობენ: ვასილ ჩხაიძე (პუპლი), შალვა ხერხეულიძე (ასიკო), ვახტანგ არეშიძე (ვალერიანი), ოთარ ზაუტაშვილი (გოგია), გივი ბერიკაშვილი (შაშო), ივანე საყვარელიძე (კლუბის გამგე), გიორგი (გოგი) ქავთარაძე, ლევან (ლეო) სოხაშვილი, მარინა ვეფხვაძე
 

ხანდაზმული მსახიობები პუპლი, ვალერიანი და ასიკო გულგატეხილები არიან - წარსულში ცნობილ მსახიობებს ყურადღებას აღარ აქცევენ, დასი მათ გარეშე გაემგზავრა საგასტროლოდ. მოხუცები გამოცოცხლდებან, როდესაც შეიტყობენ, რომ ერთი სოფლის საზოგადოებას მათთან შეხვედრა უნდა. სიხარულით დათანხმდებიან და გაემგზავრებიან. გზაში წარსულში შესრულებულ როლებს იხსენებენ და სოფლის აუდიტორიის წინაშე გამოსვლას გეგმავენ. ადგილზე ჩასულები შეიტყობენ, რომ შინმოუსვლელთა წყაროს გახსნაზე ყოფილან დაპატიჟებულნი. სოფელი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ მეომრებს იხსენებს – საერთო სევდიანი განწყობა ადგილს არ ტოვებს მსახიობების გამოსვლისთვის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.