მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მეზობლები (1971)
(ალმანახიდან "დიდი ხნის წინათ")
ამ გვერდს გაეცნო 9736 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 3 ნაწილი, 791 მეტრი (29 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ჭარხალაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: მარიამ ფრიდონოვა
მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), ვასილ კახნიაშვილი, დოდო აბაშიძე, ეთერ მოციქულაშვილი, ც. პაპიაშვილი, ა. გაბინაშვილი, ნ. გაბუნია

გადაღებულია აკაკი ბელიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

იპოლიტე და ბაგრატა სანაშენე ღორის ყიდვაში ერთმანეთს ეცილებიან. იპოლიტე ბაგრატას აჯობებს, ღორს იყიდის და ბაგრატას არაფრით აღარ დაუთმობს. ვაჭრობაში გართულები გვიან შენიშნავენ ღორის დაცემას, რომელსაც ჭაჭიანი ჩენჩო უჭამია. იპოლიტე იფიქრებს, ჭირიანი ყოფილაო და რომ არ იზარალოს, ღორს დაკლავს და მეზობელს მიყიდის. მეზობელი ორივეს სუკებით გაუმასპინძლდება და ღამესაც გაათევინებს. იპოლიტე მიხვდება, რომ ღორი ჭირიანი არ ყოფილა, ფულთან ერთად დარჩენილ ხორცსაც გაიტაცებს და გაიპარება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.