მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩირიკი და ჩიკოტელა (1975)
(ალმანახიდან "ჩირიკი და ჩიკოტელა და... ღვინის ქურდები")
ამ გვერდს გაეცნო 17708 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 5 ნაწილი, 1460 მეტრი (53 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: ლევან ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გულნარა ბერიაშვილი
მემონტაჟე: ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (ჩიკოტელა), ჯემალ ღაღანიძე (ჩირიკი), ნინო (II) დოლიძე (თეთრუა), გელა გონიაშვილი (კიკრიკიკო), მარინე თბილელი (თაშნაურა), ლეილა ძიგრაშვილი (შოშმანა), ეთერ აბზიანიძე (ზიზილა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მღვდელი), რამაზ ჩხიკვაძე (გიტარა–მაიორი), ნოდარ ფირანიშვილი (ჰერატიდი), ზოზო (იასონ) ბაქრაძე (ქაშპურა), ლევან (ლეო) სოხაშვილი (მარტორქა), ვასილ ჩხაიძე, ი. ჯავახიშვილი, ავთო კვარაცხელია, გია ლაზიშვილი, ზ. ბახტაძე, ემზარ ნიკოლაძე, გიგუშა წიკლაური
 

ჩიკოტელა საკმევლის ქილაში ძველ სიგელს იპოვის, მეფე ერეკლეს ნაბოძებად ჩათვლის და მეზობელ ჩირიკთან ვენახის მოსაზღვრე ნაკვეთისთვის დავას განაახლებს. მღვდელი სიგელს სახალხოდ წაიკითხავს, ერეკლეს ხელმოწერას ვერ აღმოაჩენს და სიგელს ყალბად ჩათვლის. ჩიკოტელა განსაკუთრებით გაბრაზდება, როდესაც სიგელს ვირი შეჭამს და ლამის მის ხელსაც მიაყოლებს. ერთხელ ჩიკოტელა ეკლესიის ნანგრევებში საკუთარ შვილს ჩირიკის შვილთან ერთად წააწყდება. როდესაც გაიგებს, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, გაბრაზება გაუვლის და მათ დაქორწინებას გადაწყვეტს. ჩირიკი და ჩიკოტელა დამოყვრდებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.