იასონი ენთუზიასტებს შეკრებს და საქართველოში ფეხბურთის პირველ გუნდს, "მერცხალს" ჩამოაყალიბებს. სენაკელებთან და თურქული გემის მეზღვაურებთან გამარჯვების შემდეგ "მერცხალი" ინგლისელ მეზღვაურებთან გამართულ მატჩში სასტიკად დამარცხდება. თანამოქალაქეთა მხრიდან დაცინვის, ოჯახის წევრების უკმაყოფილებისა და უსახსრობის მიუხედავად, გუნდის წევრები თავგამოდებით აგრძელებენ ვარჯიშს და ზრუნვას ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის.
ფესტივალები და პრიზები:
ჟიურის სპაციალურიპრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (დ. აბაშიძეს), თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი. (1975).
გრან-პრი და "ფიპრესის" პრიზი ობერჰაუზენის (გფრ) სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (1977).