მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ძაღლი (1974)
(ალმანახიდან "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში")
ამ გვერდს გაეცნო 14283 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 5 ნაწილი, 1451 მეტრი (50 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ლეილა გორდელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: იოსებ კეჭაყმაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი
მონაწილეობენ: ილია კიღურაძე (გოგიტა), გრიგოლ ტყაბლაძე (სპირიდონი), ია ხობუა (მარგალიტა), გიორგი მდინარაძე, მიხეილ ვაშაძე, ვასილ ივანიძე, შალვა მოსია
 

გოგიტა სოფლის სასადილოსთან მოწანწალე, მებუფეტის მიერ დამდუღრულ ძაღლს შინ წაიყვანს და გამოაკეთებს. ძაღლს ბაბუა სპირიდონიც შეეჩვევა. ერთხელ სოფელში მკვდარ ძაღლს იპოვიან, რომელსაც სხვა ძაღლები დაუკბენია. იმის შიშით, რომ ძაღლი ცოფიანი იყო, მთელი სოფლის ძაღლებს გაჟლეტენ. მეზობელი ბადრია ბაბუასაც ურჩევს ძაღლის მოკვლას. ბაბუა და შვილიშვილი ძაღლს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებენ და მეზობლები რომ არ გაანაწყენონ, გოგიტა მას სოფლიდან გაუშვებს. ბაბუას სიკვდილის შემდეგ მის პანაშვიდზე ძაღლი გამოჩნდება, გოგიტასთან ჩაიმუხლებს და სამძიმარზე შემოსულ ბადრიას მიცვალებულთან მიახლოების საშუალებას არ მისცემს. მამის ომიდან დაბრუნებამდე გოგიტას მარტოობას ძაღლი გაიზიარებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.