მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბიჭები იასამნის ქუჩიდან (1974)
ამ გვერდს გაეცნო 9367 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1759 მეტრი (64 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ნელი ნენოვა
სცენარის ავტორი: ნელი ნენოვა
დამდგმელი ოპერატორი: იური კიკაბიძე
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟეები: ჯულიეტა ბეზუაშვილი, მარგალიტა მარგველაშვილი
მონაწილეობენ: კოტე კიკაბიძე (ზაურ ჯაში), დიმიტრი გუგუნავა, ნატო წულაია (ლენა), ა. ლევინი (ვასილ ჩიჟოვი), გ. ვოლსკი (ბუზა), ა. მამასახლისოვა (ბებია დარეჯანი), იური სუხანოვი (კუზმიჩი), ნინო (II) დოლიძე (ზაურის მეგობარი), ვ. როგავა (ზაურის მეგობარი), ვახტანგ ციკოლია (ზაურის მეგობარი), ზ. ჩიქოვანი (ზაურის მეგობარი), კახა მხეიძე (ზაურის მეგობარი), სოფიკო ჭიაურელი (გენრიეტა), ბორის წიფურია (ზაურის მეზობელი), ჯემალ ღაღანიძე (ზაურის მეზობელი), ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (ზაურის მეზობელი), მალხაზ ბებურიშვილი, ვ. ბონდარენკო, იგორ გავრილენკო, თამაზ გამყრელიძე, ს. ჯაფარიძე, ვ. გარანკინი, დ. დემჩინსკი, ზ. თოდრაძე, გ. კალმახელიძე, კ. კანდელაკი, მ. ფირცხალაიშვილი, ა. შულგინი, ნ. ჭყონია, ე. ვასაძე, გ. დოლიძე
 

მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ქალაქის დაბომბვის შემდეგ სკოლის შენობის ნანგრევებში ჩარჩენილ მოსწავლეებს ავიაგამანადგურებლის მფრინავი ზაურ ჯაში მოძებნის და აეროდრომზე გადაიყვანს. ბავშვები მფრინავს დაუმეგობრდებიან და ყოველი საბრძოლო გაფრენის შემდეგ მოუთმენლად ელიან მის დაბრუნებას. ისინი ზაურს საკუთარ ბავშვობას ახსენებენ. ფრონტის ხაზიდან გაყვანისას მოსწავლეებით სავსე სატრანსპორტო თვითმფრინავს მტრის გამანადგურებლები დაესხმიან თავს. ბავშვები დაინახავენ, თუ როგორ ჩამოაგდებს ზაური გერმანელების თვითმფრინავს და თავის ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავთან ერთად დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.