მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ანარეკლი (1974)
ამ გვერდს გაეცნო 12829 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2251 მეტრი (81 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორები: თეიმურაზ მაღლაფერიძე, ოთარ აბესაძე
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ეთერ ჯებაშვილი
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: თენგიზ არჩვაძე (ჯაბა), მედეა ბიბილეიშვილი (ზანდა), იზა გიგოშვილი (ირმა), დავით პაპუაშვილი (ევგენი), მარინე თბილელი (ელენე), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (გერონტი), თამილა ლასხიშვილი (სალომე), ბუხუტი ზაქარიაძე (სანდრო), სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, მერაბ გეგეჭკორი, გ. დარისპანაშვილი, პავლე ინწკირველი, ვახტანგ ნინუა, იპოლიტე ხვიჩია, გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე, ივანე ოსაძე, ნინო ჩხეიძე, დავით ქუთათელაძე, ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე, თამაზ თოლორაია, ზანდა იოსელიანი, მალხაზ ბებურიშვილი, ნ. აბესაძე, ხ. დოლიძე, გ. დოლიძე, ნ. მაღლაფერიძე, მაია ტატიშვილი, ლ. გოგიშვილი
 

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი ჯაბა იმედაძე ყურძნის უხვმოსავლიანი ჯიშის გამოყვანაზე მუშაობს. ცოლს მისი საქმეები ნაკლებად აინტერესებს და ოჯახის მიმართაც გულგრილობას იჩენს. საიდუმლო ჯაბასაც აქვს – ინსტიტუტის თანამშრომელი, ირმა მოსწონს. ევგენი გამცემლიძე, რომელსაც ჯაბა დისერტაციას დაუწუნებს, მის ცოლს ქრთამად ძვირფას საჩუქარს შეაპარებს. სამსახურში უსიამოვნებას ოჯახურიც დაერთვის – ჯაბა ცოლთან გაყრას გადაწყვეტს. მას ექსპერიმენტის განხორციელებას შესთავაზებენ და ახალი ჯიშის ვენახის გასაშენებლად ჯაბა მშობლიურ სოფელში გაემგზავრება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.