მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


საჰაერო ხიდი (1974)
ამ გვერდს გაეცნო 8146 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1971 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: ნოდარ წულეისკირი
დამდგმელი ოპერატორები: შოთა კილაძე, ოთარ ჭუმბურიძე
დამდგმელი მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: სულხან ნასიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟეები: ლარისა დიღმელოვა, ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: ია ნინიძე (ზესნახე), მიხეილ (მიშიკო) ხვიტია (ბუძგურია), დათო ჟღენტი (ნოკო), მერაბ ჯაფარიძე (გეგი), ლევან ლოგუა (არქანია), მარინა ლობიშევა (ლენა), ივანე მაკარჩუკი (ივანე), გივი თოხაძე (ირაკლი), თამაზ გამყრელიძე (შალვა), ალი ისაევ-ავარსკი (ახვერდოვი), ია ხობუა (ვარდიშა), თამარ ბაგრატიონი (ცაკანა), ლაშა ფურცხვანიძე (ბუთია), ნუკრი (ნოშრევან) ლურსმანაშვილი
 

უმაღლეს სასწავლებელში გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ სოფლელი გოგონა ზესნახე და მასზე შეყვარებული ბუძგურია სამუშაოდ ენგურჰესის მშენებლობაზე გაემგზავრებიან. ზესნახე ოპერატორის ხელობას სწრაფად შეითვისებს, მეგობრებს შეიძენს, თაყვანისმცემელიც ბევრი გამოუჩნდება. ბუძგურიას კი უპასუხისმგებლობისთვის სამსახურიდან დაითხოვენ. შეყვარებულები იჩხუბებენ. შეწუხებული ბუძგურია მეესკავატორეს სთხოვს, ხელობა ასწავლოს. იგი სამსახურში თავს აღიდგენს და შეყვარებულსაც შეურიგდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.