შერეკილები (1973) ამ გვერდს გაეცნო 23152 სტუმარიმხატვრული ფილმი, კომედია, 8 ნაწილი, 2159 მეტრი (80 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1974 წელს
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება |
| დამდგმელი რეჟისორი:
ელდარ შენგელაია სცენარის ავტორი:
რევაზ (რეზო) გაბრიაძე დამდგმელი ოპერატორი:
გენო ჩირაძე დამდგმელი მხატვრები:
რევაზ მირზაშვილი,
თენგიზ მირზაშვილი კომპოზიტორები:
გია ყანჩელი,
ჯანსუღ კახიძე ხმის რეჟისორი/ოპერატორი:
ვლადიმერ დოლიძე მემონტაჟე: ნელი ფარცვანია მონაწილეობენ:
ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე),
დათო ჟღენტი (ერთაოზი),
არიადნა შენგელაია (მარგალიტა),
ბორის წიფურია (ხუტა),
აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი),
მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი),
აკაკი (კაკო) ბაქრაძე (მიზანა),
გრიგოლ ტყაბლაძე (მღვდელი),
იოსებ (სოსო) ხაინდრავა (ექიმის თანაშემწე) | |  | მამის გარდაცვალების შემდეგ ერთაოზს სოფელში აღარაფერი დარჩენია და ბედის საძებნელად ქალაქში მიდის. ქალაქში ის მშვენიერ მარაგალიტას გაიცნობს, რომელიც, სანამ მისი ქმარი სამსახურშია, შინ თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის თავიდან მოშორებაში დაეხმარება, რის გამოც ხუტა-უფროსი მას სატუსაღოში გამოამწყვდევს. ციხეში ერთაოზს უცნაურ პატიმარი ქრისტეფორე დახვდება, რომელიც საფრენი აპარატის შექმნის იდეით არის შეპყრობილი. "შერეკილებად" მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი გაქცევას მოახერხებენ, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და, ყველას გასაკვირად, ცაში აფრინდებიან. | | |