მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ციმბირელი პაპა (1973)
ამ გვერდს გაეცნო 10513 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ისტორიულ-რევოლუციური, 9 ნაწილი, 2472 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1974 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: დავით სხირტლაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (ნესტორ კალანდარიშვილი), პეტრე კოლბასინი (პოსტიშევი), გივი (გურამ) ფირცხალავა (ასათიანი), ულდის პუციტისი (სტროდი), ბაადურ წულაძე (ნიკიფორე), შოთა გაბელაია (ესტატე), ჟანა პროხორენკო (ნასტია), იური ნაზაროვი (ტიხომიროვი), ლევ დუროვი (ფილინი), ანატოლი ადოსკინი (როგოვი), ოთარ ყიფიანი (კირაი), ამირან ქადეიშვილი (კურა–მუჰამედი), გერმანე იუშკო (ჩუბაკი), ნანული პირველი (ქრისტინე), ა. ივანოვი (დურასოვი), ვალერი გატაევი, დიმიტრი ორლოვსკი, ვიაჩესლავ გოსტინსი, ა. ვოკაჩი, გია ბადრიძე, ი. სმირნოვა, ვ. ზახარენკო, ი. ოდინიკოვი, ლ. ჩუდბაროვი, გ. ედილაშვილი, ა. ვანინი, ბ. ბატაშოვი, ვ. ვანიაშკინი, ს. ჩუჩევსკი
 

სამოქალაქო ომის გმირის, პარტიზანთა მეთაურის, ნესტორ კალანდარიშვილის, იგივე "ციმბირელი პაპის" რაზმი თეთრგვარდიელებს ანადგურებს. ნესტორი სამშობლოში დაბრუნებას დააპირებს, მაგრამ ომი კვლავ იფეთქებს. მტერი კალანდარიშვილს ვერ მოიხელთებს და გადაწყვეტს ბოლო ღალატით მოუღოს. რაზმში თეთრგვარდიელი პორუჩიკის, ტიხომიროვის შეგზავნას დააპირებენ, მაგრამ იგი ოფიცრის ღირსების შეურაცხმყოფელ საქმეს არ იკადრებს. ტიხომიროვს, რომელსაც დაუმორჩილებლობისთვის ტრიბუნალი ემუქრება, პარტიზანები შეიფარებენ. "ციმბირელი პაპა" არაერთ ბრძოლას გადაიხდის, იგი 1922 წელს თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.