ვერის უბნის მელოდიები (1973) ამ გვერდს გაეცნო 8982 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მიუზიკლი, 10 ნაწილი, 2678 მეტრი (97 წთ.) სს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1974 წელს
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება
მედროგე პავლეს გოგონები, მარო და თამრო ბალეტის სკოლაში სწავლაზე ოცნებობენ, მაგრამ ღარიბ პავლეს სწავლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მრეცხავი ვარდო გოგონების დახმარებას გადაწყვეტს – მდიდარ ვაჭარს, აღა-გეურქას ხბოს, შეშას და ძვირფას ქურქს მოპარავს, გოგონებს სახლსაც გაუთბობს და "ტანც-კლასის" ფულსაც გადაუხდის. ვარდოს ქურდობისთვის საპყრობილეში ჩასვამენ, მაგრამ მის მხარდასაჭერად მრეცხავები გაიფიცებიან და მალე მთელ ქალაქს ჭუჭყი მოედება. პოლიცმაისტერი იძულებული ხდება ვარდო გაათავისუფლოს და პავლეს გოგონები "ტანც-კლასში" ჩაარიცხინოს.
ფესტივალები და პრიზები:
ჟიურის სპეციალური პრიზი, სან–სებასტიანის (ესპანეტი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1977).