მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გზა მშვიდობისა, ჯაყო ! (1973)
ამ გვერდს გაეცნო 14360 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2153 მეტრი (78 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორები: ნოდარ დუმბაძე, მერაბ კოკოჩაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვრები: ვასილ არაბიძე, დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: ანზორ ერქომაიშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟეები: ჯულიეტა წოწონავა, მ. ფაშტიანი
მონაწილეობენ: გია იაშვილი (ავთანდილ ჯაყელი), სანდრო ერისთავი (პატარა ჯაყო), ვ. რამოევი (აბო), ნანი ჩიქვინიძე (დედა), ვასო (კოწო) ამაშუკელი (ვანიჩკა ბიძია), სლავა სტეპანენკო (შჩერბინა), გოგი შენგელია (მაიორი ჩხარტიშვილი), მაია პიპინაშვილი (დადუნა), ნანა ქავთარაძე (ფერიდე), რ. მამფორია (მევნუნე), ზურაბ ღავთაძე (გელა), რეზო ჭეიშვილი (მწერალი), ვ. პლუგატირი (პარხომენკო), ჯუმბერ შაქარაშვილი (ძნელაძე), ნ. მაშტალიოროვა, მანანა გაგნიძე, ქ. ჭავჭანიძე, ი. მგალობლიშვილი, ვ. კორნევი, გ. გავკინი, გ. გიგინეიშვილი, ვ. ახვლედიანი, გ. ბარიშნიკოვი, რ. მაყაშვილი, ნ. სულხანიშვილი, გ. ყაველაშვილი, ნ. სოსნოვსკაია, ნინო თუთბერიძე, შალვა კოკოჩაშვილი

გადაღებულია ნოდარ დუმბაძის რომან "ნუ გეშინია, დედას" მიხედვით
 

ფილმი მესაზღვრეთა ხიფათიან ცხოვრებას ასახავს. ავთანდილ ჯაყელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს საზღვრისპირა სოფელში იხდის. ხშირად იგონებს დედ-მამას, მეგობრებს, მეზობელ გოგონას, დადუნას... მასზე ძლიერ იმოქმედებს მეგობარი ჯარისკაცის, შჩერბინას დაღუპვა. თბილისში შვებულებით ჩამოსულ ჯაყელს დადუნა თავის მეგობრებთან დაპატიჟებს. ჯაყელს აღიზიანებს ამ ახალგაზრდების უდარდელობა. იგი მათ ჯარისკაც შჩერბინას დაღუპვის წინ დაწერილ წერილს წაუკითხავს და ჩააფიქრებს. ავთანდილი შვებულების დამთავრებისთანავე ნაწილში დაბრუნდება და სავალდებულო სამსახურს გააგრძელებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.