მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972)
ამ გვერდს გაეცნო 10520 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1971 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: დევი აბაშიძე
სცენარის ავტორი: მერაბ სარალიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვაჟა მაჩაიძე
მემონტაჟე: მარიამ ფრიდონოვა
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (დარეჯანი), ლალი ბადურაშვილი (ლალი), ლალი ანდრონიკაშვილი (გულიკო), მიხეილ ვაშაძე (ერმილე), ვიქტორ ნინიძე (ვიქტორი), ოთარ კობერიძე (ედიშერი), ოთარ მეღვინეთუხუცესი (კაცი სათვალეებით), იმედა კახიანი (ირაკლი), კახა თავართქილაძე (კახა), დათო ყუფარაძე (დათო), პაატა კალანდაძე (პაატა), გიორგი (გია) მატარაძე (ნოდარი), გოჩა ძიძიშვილი (გოჩა), მ. მახარაშვილი, ნანა ყუფარაძე, მაგდანა მჭედლიძე, ი. ბადურაშვილი, ლევან კიტია, დ. ნემსაძე, მ. ხატიაშვილი, რევაზ ციცქიშვილი, თამარ ადამია, რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი, მ. აზმაიფარაშვილი, მ. წურწუმია, ა. მინდიაშვილი, ვ. მჭედლიძე
 

ბანაკის პიონერებმა ჩაძირული ქალაქის აღმოჩენა გადაწყვიტეს. მებაღე ერმილე, რომელსაც სახლში ზღვის ფსკერიდან ამოღებული, ჩაძირული ქალაქის არსებობის დამადასტურებელი არაერთი ნივთი აქვს, ბავშვებს ძებნაში ეხმარება. ერმილეს ფერწერული ტილოების კოლექციაც აქვს. ედიშერი უსინდისოდ ცდილობს ერთ-ერთი ძვირფასი ტილოს ხელში ჩაგდებას. პიონერებს, რომლებიც ერმილეს ნახატის შენარჩუნებაში დაეხმარებიან, ბევრი სიძნელის გადალახვა მოუწევთ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.