მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩარი რამა (1972)
ამ გვერდს გაეცნო 20355 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2109 მეტრი (76 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: გია ბადრიძე, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: გომარ სიხარულიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: თინათინ ვარდანაშვილი (ნელი), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (გურამი), კოტე დაუშვილი (კირილე), დუდუხანა წეროძე (დომნა), გიორგი გეგეჭკორი (დირიჟორი), ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (ჭიპილია), ელენე ყიფშიძე (ქსენია), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (სიპიტო), გივი თოხაძე (დიომიდე), ვახტანგ ნინუა (აბესალომი), ირაკლი ნიჟარაძე (ირაკლი), ვახტანგ მიხელიძე (მანაველი), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (იპოლიტე), მავრ პიასეცკი (დიჟონი), კარინა შმარინოვა (თარჯიმანი), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ბებია), გრიგოლ წიტაიშვილი (ნოდარი), გულნარა ემხვარი (ნანა), დათო დანელია (ოთარი), ლამარა დორეული (მანონი), ქართლოს მარადიშვილი (კოსტა), მაკა ძიგოევა (მაკა), მანუჩარ შერვაშიძე (კოლმეურნე), როლანდ კაკაურიძე (კოლმეურნე)
 

ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელი სთხოვს გურამს, სოფელში ხალხური სიმღერები შეკრიბოს. გურამის სოფელში დაბრუნება განსაკუთრებით მეზობლის გოგონას, ნელის უხარია. გურამი ნელის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს, მაგრამ მშობლებს მისი განზრახვა ნაადრევად მიაჩნიათ. არც ნელის ბაბუას მოსწონს გურამი - თავქარიანად თვლის, რადგან იგი ხალხურ სიმღერებს საესტრადო მანერაზე მღერის. გურამი გამოსავალს იპოვის - ორკესტრის ხელმძღვანელს ნელის ანსამბლის წევრად მიღებას სთხოვს და მასთან ერთად საკონცერტო ნომერს მოამზადებს. მთელი სოფელი ტელევიზიით მოისმენს გურამისა და ნელის შესრულებულ "ჩარი-რამას" და ახალდაქორწინებულთა შესახვედრად გაემზადება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.