მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


როცა აყვავდა ნუში (1972)
ამ გვერდს გაეცნო 26798 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი, 2079 მეტრი (75 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1973 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ქეთევან თაღნიაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე (ზურა), გოგა ფიფია (ლექსო), თინათინ ვარდანაშვილი (ხათუნა), ეკატერინე (ეკა) მაღალაშვილი (ეკა), სესილია თაყაიშვილი (ბებია ვარო), დოდო აბაშიძე (ნიკო), ლია კაპანაძე (თალიკო – დედა), დიმიტრი თაყაიშვილი (თორნიკე), მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი (გიორგი), შოთა დაუშვილი (ვატა), მარინე თბილელი, კახა ჩიტაია, გ. გედევანიშვილი, კოკი გაწერელია, გოგი ჩიტაია, ს. გრიგორიადისი, თ. კვარაცხელია, მ. რიჟამაძე, მერაბ აბრამიშვილი, მერაბ ჯაფარიძე, ნინო კალანდარიშვილი, ქ. მაყაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, ეკატერინე ვერულეიშვილი (მეზობელი)
 

მეათეკლასელ ზურას, რომელიც მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი ველოსიპედისტთა შეჯიბრებიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, იმასაც მოახერხებს, რომ ზურას შეჯიბრში გამარჯვებულად სცნობენ. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნოდა. ხათუნა ზურას ამ საქციელისთვის შეარცხვენს. ამხანაგებთან და საყვარელ გოგონასთან დაპირისპირებით გაღიზიანებული ზურა საჭეს ვერ დაიმორჩილებს, მანქანა გადაბრუნდება და მის გვერდით მჯდომი თანაკლასელი, ლექსო დაიღუპება. შვილი რომ პასუხისგებისგან იხსნას, ზურას მამა ცდილობს ავარია დაღუპულს მიაწეროს. შვილი პირველად აუმხედრდება მამას, მის გავლენას თავს დააღწევს და დანაშაულის აღიარებას გადაწყვეტს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.