მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ზღვის მგელი (1972)
(ალმანახიდან "თეთრი ქვები")
ამ გვერდს გაეცნო 9343 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი, 544 მეტრი (20 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორები: რეზო ჭეიშვილი, რევაზ ჭარხალაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: მარიამ ფრიდონოვა
მონაწილეობენ: ლია ელიავა (მარიამი), ჯემალ ღაღანიძე (არსენა), დოდო აბაშიძე (ვახტანგი–რეჟისორი), გიორგი თოლორდავა (შოთა–სურათის დირექტორი), ო. ჩხეიძე (ოპერატორი), შოთა გაბელაია (რეჟისორის ასისტენტი), ოთარ ზაუტაშვილი (კოხტა–შოფერი), ნინო საკანდელიძე (მხატვარი), მანუჩარ შერვაშიძე (ადმინისტრატორი), ნ. ღაღანიძე, ვლადიმერ ცინცაძე, ლევან (ლეო) სოხაშვილი, ი. ბარნაბიშვილი, ვ. ვორონოვი, გ. გიგოლაშვილი, ამირან ტაკიძე, იუსუფ ზოიძე, კ. ჩიტაძე, ო. კანკია
 

არსენას ყანაში მუშაობა მობეზრდა და სამუშაოდ გემზე წასვლა გადაწყვიტა. ბათუმში კინოექსპედიციაში დაიწყო მუშაობა მაშველად. ჯგუფის დირექტორმა ის რეჟისორს გამოცდილ მეზღვაურად წარუდგინა. არსენა გადამღები ჯგუფის შფოთიან ცხოვრებას ვერ შეეგუა, უსაქმურობისგან დაღლილი, ყველას ფეხებში ედებოდა, მოენატრა სოფელი, თავისიანები და ყანა. ერთხელ კინაღამ დაიხრჩო – როგორც გამოირკვა, ნაქებ "ზღვის მგელს" ცურვაც არ სცოდნია. შერცხვენილი არსენა სოფელს დაუბრუნდა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.