მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სამკაული სატრფოსათვის (1971)
ამ გვერდს გაეცნო 12358 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2049 მეტრი (74 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: თამაზ მელიავა, თენგიზ აბულაძე, აჰმედხან აბუ-ბაქარი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვრები: ნიკოლოზ ყაზბეგი, ასხაბ აბაკაროვი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მემონტაჟე: გულნარა (გულიკო) ომიაძე
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (ბაჰადური), ნანი ბრეგვაძე (აიშა), ეროსი მანჯგალაძე (დულდურუმი), გიორგი გეგეჭკორი (ჟანდარი), რამაზ ჩხიკვაძე (დაუდი), ლეონიდ ენგიბაროვი (სუგური), ეთერ აბზიანიძე (სალტანათი), კახი კავსაძე (ზაური), ოთარ მეღვინეთუხუცესი (მაგომედი), დავით ქობულოვი (ქობულაშვილი) (ხასბულათი), ნატაშა ქვლივიძე (სერმინაზი), თემურ ჩხიკვაძე (აზიზი), ლეომერ გუგუშვილი (გამომძიებელი), ბესარიონ ხიდეშელი (მუხტარ), ირაკლი ნიჟარაძე (ენაბლუ მოხუცი), ირინა შესტუა (ჩატა), გიორგი ფალავანდიშვილი, ია ხობუა (სერმინაზის დედა), ია გიგოშვილი

გადაღებულია აჰმედხან აბუ-ბაქარის მოთხრობის "ყელსაბამი ჩემი სერმინაზისათვის" მიხედვით
 

სამ ძმას ერთი ქალიშვილი უყვარს. დავის გადასაწყვეტად, ძველი ადათის თანახმად, საპატარძლოსთვის განსაკუთრებული საჩუქრის საძებნელად გაეშურებიან. უმცროსი ძმა, ბაჰადური დაღესტანს მოივლის, ბევრ ხიფათს გაუმკლავდება და უხუცესთა წინაშე სატრფოსთვის მისართმევი უცნაური საჩუქრით წარსდგება - ეს არის მშვენიერი მოთხრობა მშობლიური დაღესტნის მკვიდრთა და ზნე–ჩვეულებათა შესახებ. ვაჟი საპატარძლოსაც ასიამოვნებს და თანასოფლელებსაც. ბაჰადური ქალს ცოლად შეირთავს და ვაჟი შეეძინება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.