მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მოიტაცეს თამარ ქალი (1971)
ამ გვერდს გაეცნო 17615 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1957 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ლეილა გორდელაძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი
მონაწილეობენ: ხათუნა კოტრიკაძე (თამრიკო), გია ავალიშვილი (დათო), გია ფერაძე (ნუგზარი), ვ. კუხიანიძე (თემური), ჰენრიეტა ლეჟავა (აგრაფინა), ვასილ კახნიაშვილი (ვალიკო), ლეილა ძიგრაშვილი (თამრიკოს დედა), შოთა დაუშვილი (თამრიკოს მამა), გიორგი გელოვანი (მოქეიფე), აკაკი (კაკო) ბაქრაძე (კლიმენტი - თამადა), ნათელა მიქალაძე, ალექსანდრე ეძგვერაძე, ლ. გვეტაძე, რეზო ბოკუჩავა, ჯემალ ღაღანიძე, იოსებ (სოსო) ხაინდრავა (მილიციონერი), გ. გვენცაძე, ერემია სვანაძე (ერემო), ოთარ გუნცაძე, ჯ. პერტენავა, ა. გვარამია, ჯემალ დობორჯგინიძე, ვ. ნამგალაძე, თეიმურაზ შავლოხაშვილი, ტ. ძნელაძე, ვ. ნამორაძე, დ. დარსაველიძე, დ. ქელბაქიანი, ნუნუ მაჭავარიანი
 

ექთან თამრიკოზე შეყვარებული დათოს მეგობრები შეიტყობენ, რომ ქალიშვილი გათხოვებას აპირებს და გადაწყვეტენ დათოს მასთან დაახლოებაში დაეხმარონ. ქალიშვილს დაზარალებულისთვის სასწრაფო დახმარებას სთხოვენ და ქალაქგარეთ გაიტყუებენ. თამრიკო გვიან მიხვდება, რომ ავადმყოფთან არ მიყავთ, აღშფოთებული უკან დაბრუნებას მოითხოვს, მაგრამ გამტაცებლები თანდათან მის მოხიბლვას და დათანხმებას შეძლებენ. მეგობრები თამრიკოს მშობლებს ქალიშვილის გაბედნიერებას შეატყობინებენ. დათოს და თამრიკოს დაქორწინებას მეგობრები და ნათესავები ერთად აღნიშნავენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.