მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დაისი (1971)
ამ გვერდს გაეცნო 10469 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ფილმი-ოპერა, 8 ნაწილი, 2093 მეტრი (76 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ზაქარია ფალიაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მონაწილეობენ: ნანა ყიფიანი (მარო), ქართლოს მარადიშვილი (მალხაზი), ოთარ კობერიძე (კიაზო), ზურაბ ქაფიანიძე (ცანგალა), დალი თუშიშვილი (ნანო), გივი ბერიკაშვილი (ტიტო), მიხეილ ვაშაძე (გლეხი)
სიმღერებს ასრულებენ: მედეა ამირანაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, თენგიზ ზეინკლიშვილი, ირაკლი შუშანია, თამარ გურგენიძე, გივი ტორონჯაძე,…
გადაღებულია ზაქარია ფალიაშვილის ამავე სახელწოდების ოპერის მიხედვით.
 

სოფლის დღესასწაულზე მარო თავისი სატრფოს, მალხაზის სამშობლოში დაბრუნებას შეიტყობს, რომლის არყოფნაში ის მხედართმთავარ კიაზოზე დაინიშნა. კიაზო ცანგალასგან გაიგებს, რომ მალხაზი და მარო ერთმანეთს შეხვდნენ და მალხაზთან შებმას დააპირებს, მაგრამ ამ დროს მაცნეს მტრის თავდასხმის ამბავი მოაქვს. კიაზო მტერთან საბრძოლველად ლაშქარს შეყრის. ომში წასვლის წინ მარო კიაზოს გამოუტყდება, რომ არ უყვარს და ბეჭედს დაუბრუნებს. გაცოფებული კიაზო სასიკვდილოდ დაჭრის მალხაზს და სამშობლოს დასაცავად ლაშქარს წინ გაუძღვება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.