მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ზოია რუხაძე (1971)
ამ გვერდს გაეცნო 8052 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2403 მეტრი (87 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: რევაზ (რეზო) ებრალიძე, გიორგი სევერსკი
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე ვოდოლაჟსკი, ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: მანანა მდივანი (ზოია რუხაძე), მიხეილ ჟიროვი (სტავრო), იური სოროკინი (ბორისი), ანატოლი რომაშინი (გოლიცინი), ვალენტინ ზუბკოვი (კუზმა), ა. შმელიოვი (ანდრეი), ოთარ ყიფიანი (პეტრე), ერვინ კნაუსმიულერი (ბრაუნი), სტანისლავ ჩეკანი (ტურკინი), ბადრი კობახიძე (ფოგტი), ანტონინა აქსიონოვა, ალა ბოგინა, ქეთევან კიკნაძე (ცირკის მოცეკვავე), სვეტლანა კონოვალოვა (დედა), მანანა მანაგაძე (ზოიკა), გალინა პრიაჟნიკოვა, თემურ აბაშიძე, ბ. ვასილევსკი, მიხეილ იოფე, ალექსანდრე ლიტკენსი (ანატოლი), ა. ლევინი, ნ. მალიკოვი, იური ნიკოლაევი, ა. ნიკიტინი, ვალენტინ რუდოვიჩი, მ. სელეზნიოვი, იაკობ ტრიპოლსკი, ა. ჩებოტარევი
 

მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ სიმფეროპოლში პარტიზანები ანტიფაშისტურ პროკლამაციებს ავრცელებენ. საწვავის საწყობებს და მტრის ტრანსპორტს აფეთქებენ... ზოია რუხაძე და გამოცდილი მზვერავი გოლიცინი გერმანელ სამხედრო სპეციალისტს, ბრუნენშტაინს ტყეში შეიტყუებენ და თვითმფრინავით საბჭოთა ზონაში გადაიყვანენ. ქალაქში ყველას აპატიმრებენ, ვისაც ზოია ჰქვია. პარტიზანული ცენტრის მოთხოვნით ზოიამ ქალაქი უნდა დატოვოს, მაგრამ ის ვერ ურიგდება აზრს, რომ მისი გულისთვის უდანაშაულო გოგონებს აწამებენ. ზოია ნებაყოფლობით ჩაბარდება ფაშისტებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.