მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წყალდიდობა (1970)
ამ გვერდს გაეცნო 8258 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1894 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ გოშაძე
სცენარის ავტორები: არჩილ სულაკაური, თენგიზ გოშაძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ: კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (ლადო), ლია კაპანაძე (იულია), ედიშერ მაღალაშვილი (სტეფანე), მარინე თბილელი (მაკო), რამაზ ჩხიკვაძე (ანტონი), გიორგი გეგეჭკორი (ფრენჩიანი კაცი), ლეილა ყიფიანი (ტასო), სპარტაკ ბაღაშვილი, გიორგი გოცირელი, ირაკლი ქოქრაშვილი (მამასახლისი), ილია ბაკაკური, იაკობ ტრიპოლსკი, ვლადიმერ არჩვაძე, მალხაზ ბებურიშვილი, გრიგოლ ქსოვრელი, კარლო სულაკაური, ქართლოს მარადიშვილი, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი
 

ძალ-ღონით სავსე, მაგრამ გულუბრყვილო მეთევზის, ლადოს სიკეთით ყველა სარგებლობს. განსაკუთრებით დაუნდობლად ექცევა მას წისქვილის გაიძვერა მეპატრონე სტეფანე. დროება იცვლება. სტეფანეს წისქვილზე სახელმწიფო ზედამხედველობა წესდება. გაავებული მეპატრონე ახალ წესებს ვერ ეგუება, ხვდება, რომ ახალ ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის. ადიდებული მტკვარი სტეფანეს წისქვილს წალეკავს და მის პატრონსაც თან წაიყოლებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.