მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩერმენი (1970)
ამ გვერდს გაეცნო 8855 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2793 მეტრი (101 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: გრიგოლ პლიევი, ალექსანდრე მიშარინი, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ილია გაბარაევი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ოთარ გეგეჭკორი, ალექსანდრა პეტრუსენკო
მემონტაჟე: მარიამ ფრიდონოვა
მონაწილეობენ: ბიმბულატ (ბორის) ვატაევი (ჩერმენი), ვლადიმერ ტხაპსაევი (ბესტოლი), კოსტა სლანოვი (დაკო), მაირაპეკ აბაევი (კასაი), კოტე დაუშვილი (ჰაჯი), ტერეზა კანტემიროვა (აზაუ), ურმაზ ხურუმოვი (ძანდარი), თევდორე კალაგოვი (სადული), ანატოლი ძივაევი (ძიუ), დავით გაბარაევი (ცარაი), ზურაბ ქაფიანიძე (ბერდია), ვერიკო ანჯაფარიძე (ჩერმენის დედა), ა. სლავინი (მულდარი), ე. თუმანოვა, დ. დიანოვა, სოფიკო ჭიაურელი, ალბინა ბაევა, ვლადიმერ ბალაევი, ვ. გალაზოვი, მ. იკაევი, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), უ. ბასკაევი, ნ. სანაკოევი, ნიკოლაი სალამოვი, კ. ბირაგოვი, მ. კუმლაგოვი
 

მტერი ნახირს გაიტაცებს. ჩერმენი დაჭრილ მეგობართან ერთად მთიდან ძლივს ჩამოაღწევს. მოხუცი ხაჯი დაადანაშაულებს, რომ მტრის წინააღმდეგ თოფი ერთხელაც არ გაუსვრია და ჩერმენს, როგორც ადათი მოითხოვს, სოფლიდან გააძევებენ. გადახვეწილი ჩერმენი შიშველი ხელით მოგუდავს ვეფხვს და გზად მიმავალ მხედარს გადაარჩენს. სიმამაცისთვის სოფელი დანაშაულს აპატიებს... ხაჯი, რომელიც ხანჯლის ტყორცნაში გამარჯვებულს თავისი ქალიშვილის, აზაუს ხელს დაპირდება, სიტყვას ვერ გატეხს და ქალს ჩერმენს მისცემს. ქორწილს მტრის თავდასხმის ცნობა წამოშლის, ჩერმენი საომრად მიდის. ბრძოლიდან შინ დაბრუნებულს მოშურნე ზურგიდან ესვრის და მოკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.