მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სემირამიდას ბაღები (1970)
ამ გვერდს გაეცნო 9059 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2564 მეტრი (93 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: მეგი წულუკიძე (მაგდა), გიორგი კიკაძე (გიორგი), დუდუხანა წეროძე (ივლიტა), იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), გალინა სპოლუდენაია (მარია), ვიქტორ პოლიშჩუკი (შკურატი), დანიელ ილჩენკო (შკურატის მამა), ანტონინა კრასილიჩა (შკურატის დედა), კოტე დაუშვილი (გერასიმე), ვახტანგ ნინუა (ათანასე), იაკობ ტრიპოლსკი (ლევანი), ვლადიმერ ვოლკოვი (დემიანი), ოლღა მატეშკო (ზოია), ვასილ ჩხაიძე (ფოსტალიონი), ირაკლი ქოქრაშვილი (ვარდენი), ლია კაპანაძე (გოგუცა), ამირან ქადეიშვილი (ნიკოია), ვ. პეტკო (დენისენკო), მარგარიტა კრინიცინა (კლავდია), ანატოლი ბარჩუკი (ანდრეი), გივი თოხაძე, გ. დარისპანაშვილი, ელენე საყვარელიძე, მერი კანდელაკი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, მარინე თბილელი, ო. სეფერთელაძე, გედეონ ნავროზაშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, ი. არობელიძე, ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი, ვალერიან დოლიძე, ლადო კალანდაძე
 

ქართველი კოლმეურნეები გამოცდილების გასაზიარებლად უკრაინაში, გენიჩესკის კოლმეურნეობაში ჩადიან. აგრონომ მაგდას ინიციატივით მათ საქართველოში ნოყიერი უკრაინული მიწა ჩამოაქვთ მეგობრობის ბაღის გასაშენებლად. გენიჩესკში ყოფნისას მაგდას ჯარში მყოფი შვილი, გიორგი მოინახულებს და იქაური გოგონა, მარია შკურატი შეუყვარდება. ომის დროს გენიჩესკელებს ქართული ოჯახები შეიფარებენ. მცირე ხნით ფრონტიდან ჩამოსული გიორგი მარიაზე დაქორწინდება, მაგრამ მათ ბედნიერება არ უწერიათ. გიორგი ომში დაიღუპება. მაგდას თვალწინ დაიღუპება მარიაც. მაგდას სასოწარკვეთის უფლება არა აქვს - ობოლი შვილიშვილი და დიდთოვლობას გადარჩენილი მეგობრობის ბაღი მისი მოსავლელია.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.