მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დიდედები და შვილიშვილები (1969)
ამ გვერდს გაეცნო 10778 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2250 მეტრი (81 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვრები: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი, დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ეთერ ჯებაშვილი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ქეთევან ბოჭორიშვილი (დიდედა დარო), მიშა მესხი (ზურა), გოგი მგელაძე (თენგო), ოთარ ყიფიანი (გუგო), შალვა ხერხეულიძე (თიბო), ვიკა მცხეთაძე (ნატაშა), ეროსი მანჯგალაძე (კბილის ექიმი), მარინე თბილელი (ექიმის ცოლი), ი. ჯავახიშვილი (ნავთუა), ლალი ხაბაზაშვილი (იანო), ეკატერინე ვერულეიშვილი (მათიკო), ბ. სურმავა (მარლენი), კ. ხვიჩია (მამუკა), ლია კაპანაძე (თენგოს დედა), ჯუმბერ ძიძავა, ნ. კარგანოვა, ვალენტინ დონღუზაშვილი, მაგდანა მჭედლიძე, ზ. სულუხია, ი. ჩხიკვაძე, ვ. დანგაძე, თ. ვარდიაშვილი
 

დიდედა დაროს მალამო უებარი წამალია. მეზობლები მალამოს სანაცვლოდ სანოვაგეს არ აკლებენ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცის ოჯახს. დარო ერთადერთ შვილიშვილს, ზურიკოს თავს ევლება და წუხს, რომ რძალმა ოჯახი მიატოვა... მთავრდება ომი. დარო ფრონტიდან დაბრუნებულ შვილს ცოლის მოყვანას ურჩევს. ზურიკო ვერ ურიგდება აზრს, რომ დედა სხვამ უნდა შეუცვალოს. შეწუხებული დარო გადაწყვეტს, ბიჭი ახალშეუღლებულებს დროებით მოაცილოს და შვილიშვილთან ერთად ქალაქში გადასახლდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.