მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გოგონა და ჯარისკაცი (1970)
(ალმანახიდან "ბურთი, ხელთათმანი... და კაპიტანი")
ამ გვერდს გაეცნო 8414 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი, 556 მეტრი (20 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორები: ლევან ჭელიძე, ფრანგიზა ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ჯულიეტა წოწონავა
მონაწილეობენ: დავით კვაჭაძე (გივი), ლალი მესხი (ირინე), კახი კავსაძე, გივი ბუმბიაშვილი, მზია მაღლაკელიძე
 

გივი ქარხანაში მუშაობს, ინსტიტუტში სწავლობს და საუკეთესო მოკრივედაც ითვლება. მას კიოსკის გამყიდველი ირინე მოსწონს. ქალიშვილის დამოკიდებულება რომ გაიგოს, გივი გამომცდელად შეაპარებს, რომ სხვა გოგონა უყვარს. ნაწყენი ირინე იხტიბარს არ გაიტეხს და ამაყად უპასუხებს, რომ შეყვარებული მასაც ჰყავს. მეორე დღეს გივის ირინე კიოსკში აღარ დახვდება. გულგატეხილი ინსტიტუტს და სპორტს მიატოვებს და ჯარში წასვლას გადაწყვეტს. სადგურზე ირინე შეხვდება, რომელიც სხვა მიმართულებით მიემგზავრება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.