მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დიდოსტატის მარჯვენა (1970)
ამ გვერდს გაეცნო 39858 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, 16 ნაწილი, 4402 მეტრი (159 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
სცენარის ავტორები: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ ტაბლიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვრები: შოთა გოგოლაშვილი, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟეები: ვასილ დოლენკო, ლარისა დიღმელოვა, ქეთევან თაღნიაშვილი
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი), სოფიკო მაღალაშვილი (დედოფალი მარიამი), ვასო გოძიაშვილი (კათალიკოსი მელქისედეკი), ჯუანშერ ჯურხაძე (ზვიად სპასალარი), აკაკი ვასაძე (ფარსმან სპარსი), გიორგი გელოვანი (გირშელ ერისთავი), დიმიტრი მჭედლიძე (თალაგვა კოლონკელიძე), ლალი ბადურაშვილი (შორენა), ლიანა ასათიანი (გურანდუხტი), თენგიზ არჩვაძე (კონსტანტინე არსაკიძე), ვერიკო ანჯაფარიძე (არსაკიძის დედა), დოდო აბაშიძე (მამამზე ერისთავი), თენგიზ მუშკუდიანი (ჭიაბერი), სესილია თაყაიშვილი (ბორდოხანი), ლეილა აბაშიძე (ვარდისახარი), ამირან ტაკიძე (შავლეგ ტოხაისძე), სპარტაკ ბაღაშვილი (ქალუნდაური), მიხეილ სულთანიშვილი (განმგეთუხუცესი), კოტე დაუშვილი (ბოდოკია), გივი თოხაძე (რაჟდენი), ზურაბ ქაფიანიძე (პიპა), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, თამარ ციციშვილი, ტარიელ საყვარელიძე, მიხეილ ვაშაძე (ეპისკოპოსი), მიხეილ ჩიხლაძე, შალვა ბეჟუაშვილი, ანდრო კობალაძე, ირაკლი ქოქრაშვილი (ხევისბერი), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი, გივი ტორონჯაძე, ვლადიმერ (ლადო) ცხვარიაშვილი (ესტატე), დიმიტრი ყიფიანი (მონადირეთუხუცესი), არჩილ მაჩაბელი, ელენე საყვარელიძე, თათია ხაინდრავა, თამარ თუშიშვილი, ელენე (ლიკა) ჭავჭავაძე, ქართლოს მარადიშვილი (ფხოველი), ირინე მაღალაშვილი, ნუნუ მაჭავარიანი, გიორგი ჟუჟუნაშვილი, მერაბ გეგეჭკორი

გადაღებულია კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
 

XI საუკუნე. მეფე გიორგი I გარეთ ბიზანტიას, ქვეყნის შიგნით კი უკმაყოფილო ფეოდალებს ებრძვის. მეფეს – ძლიერს, ჭკვიანს, მდიდარს – ურჩი ფეოდალის, კოლონკელიძის ასული შორენა შეუყვარდება. მეფე შორენას საქმროს, ჭიაბერ ერისთავს მოაწამლინებს და ამ მკვლელობით ერთბაშად ძლიერ პოლიტიკურ მეტოქესაც ჩამოიცილებს. იგი ხუროთმოძღვარ არსაკიძეს სვეტიცხოვლის ტაძრის აგებას დაავალებს. კათალიკოსი მეფე გიორგის შორენას შეყვარებისთვის შერისხავს და ქალის მონაზვნად აღკვეცას მოითხოვს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.