მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მოლოდინი (1969)
ამ გვერდს გაეცნო 11689 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1983 მეტრი (72 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორები: შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორები: ლეილა აბაშიძე, გიორგი ხუხაშვილი, კონსტანტინე პიპინაშვილი, შოთა მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორები: ფელიქს ვისოცკი, აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ქეთევანი), ვლადიმერ ცინცაძე (მამუკა), გივი (გურამ) ფირცხალავა (ნუგზარი), ლეილა ყიფიანი (ხათუნა), თამარ (თათული) დოლიძე (ციცინო), გედეონ ნავროზაშვილი (ლადო), ზურაბ ქაფიანიძე (ექვთიმე), კარლო საკანდელიძე, მიხეილ ვაშაძე (ბეჟანი), ეკატერინე ვერულეიშვილი (კატუშა), ვასილ კახნიაშვილი, ილია ბაკაკური, ნინო ჩხეიძე, ლია ციბაძე, გიორგი (გია) ტყეშელაშვილი, ლუდმილა კოშაძე, მ. წიქურიშვილი
 

მეორე მსოფლიო ომი. სოფლის ექიმმა ქეთევანმა მეორე შვილიც გაისტუმრა ფრონტზე. უმცროსი ვაჟი მამუკა დედას მხარში უდგას, დაუღალავად ეხმარება. ქეთევანი შიშს და დაღლას არ იმჩნევს, ავადმყოფებს ზრუნვას არ აკლებს. ომის დამთავრებასა და შვილების დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ ომი უკანასკნელსაც მოითხოვს – ქეთევანი თავის ბოლო იმედს, მამუკასაც ფრონტზე გააცილებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.