სინათლე ჩვენს ფანჯრებში (1969) ამ გვერდს გაეცნო 5943 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 8 ნაწილი, 2287 მეტრი (83 წთ.) სს "ქართული ფილმი"
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება
ენგურჰესის მშენებლობაზე ბრიგადირად დანიშნული ომის ვეტერანი ალექსანდრე და მისი ბრიგადის ახალგაზრდა წევრები საერთო საცხოვრებელში დაბინავდებიან. მშენებლობაზე პირდაპირ სკოლის მერხიდან მოსულ ბიჭებს ნებისყოფაც აკლიათ და გამოცდილებაც. ალექსანდრეს წესიერება, შრომისმოყვარეობა, ადამიანურობა სამაგალითო გახდება მათთვის. ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ამხანაგის, გერასიმეს დაღუპვა ყველას სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს, მშენებლობის მიტოვებას დააპირებენ, მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდებს გაამხნევებს და გერასიმეს დაწყებული სახლის მშენებლობას ყველანი ერთად დაასრულებენ.