მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ფიროსმანი (1969)
ამ გვერდს გაეცნო 12557 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი, 2250 მეტრი (86 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, კონსტანტინე აპრიატინი, დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვრები: ავთანდილ ვარაზი, ვასილ არაბიძე
კომპოზიტორები: ვახტანგ კუხიანიძე, ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: მანანა ყარალაშვილი
მონაწილეობენ: ავთანდილ ვარაზი (ფიროსმანი), დოდო აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე (უშანგი), თეიმურაზ ბერიძე, ბორის წიფურია (დიმიტრი), შოთა დაუშვილი, მარგო გვარამაძე, ნინო სეთურიძე, როზალია მინჩინი, გივი ალექსანდრია, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, ამირ კაკაბაძე, სამსონ სულაკაური, გიორგი ჟუჟუნაშვილი, ია ხობუა (ნათლიდედა)
 

მირზაანიდან თბილისში ჩამოსულმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანაშვილმა ერთხანს მატარებლის გამყოლად იმუშავა, მერე დუქანი გახსნა, მაგრამ ვაჭრობას ალღო ვერ აუღო და დუქნების მოხატვას მიჰყო ხელი. ნაშოვნ გროშებს საღებავსა და ჭიქა ღვინოში ხარჯავდა, კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე ქალზე, მარგარიტაზე ოცნებობდა... ერთხელ დუქანში შესული მხატვრები ნიკალას ნამუშევრებით დაინტერესდნენ, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს და მხატვართა საზოგადოების შეკრებაზე მიიწვიეს. გახარებულ ნიკალას პროფესიონალებთან გასაუბრების საშუალება მიეცა, მაგრამ მხატვრებმა ფიროსმანის ხელოვნება არ აღიარეს და გაზეთში მისი კარიკატურა გამოაქვეყნეს. მარტოსულმა, ავადმყოფმა ნიკალამ სიღატაკეში დალია სული.

ფესტივალები და პრიზები:
  • გრან-პრი "ოქროს ჰიუგო" ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი (აშშ).

  • ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია.

  • აზოლოს (იტალია), საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი (1974).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.