მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ღიმილის ბიჭები (1969)
ამ გვერდს გაეცნო 22057 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი, 2702 მეტრი (98 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვრები: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი, მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლეილა ყიფიანი (ნათელა), კახა ქორიძე (თემური), გოჩა ლომია (ბოლოკა), თამაზ თოლორაია (ლევანი), როლანდ (მიხო) ბორაშვილი (ბაადური), ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი (ჭკუისკოლოფა), თემურ ბაბლუანი (მალხაზი), ბიძინა ჩხეიძე (ბეთჰოვენა), ზურაბ ქაფიანიძე (შალიკო), ვიქტორ პანჩენკო (ვალოდია), თამარ თვალიაშვილი (ბებია), შალვა გეჯაძე (პაპა), ვიქტორ მიზინი (ლეიტენანტი ბონდარენკო), შალვა ხერხეულიძე (ძია მიხო), გრიგოლ კოსტავა (მღვდელი), ვახტანგ ნინუა (პარმენი მასწავლებელი), ნინო ახალაძე (ნინიკო), მარინე იაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ვალენტინ დონღუზაშვილი, გერმანე კაჩინი, ნინო ხომასურიძე, ირაკლი ქოქრაშვილი (მეეზოვე), ვალენტინა ნიკოლაენკო (ლისენკო), ი. შვედკოვი, ი. ეროფეევა, ელენე ალეკინა, გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე, თამარ ცხვედიანი, მავრ პიასეცკი, გიორგი ჟუჟუნაშვილი (გამყიდველი), იპოლიტე ხვიჩია, მერაბ გეგეჭკორი, თამარ (II) დათუაშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
 

1941 წლის თბილისური გაზაფხული. სკოლადამთავრებული გოგო-ბიჭები სწავლის გაგრძელებასა და ბედნიერ მომავალზე ოცნებობენ, თემურს და ნათელას ერთმანეთი უყვართ... მოულოდნელად იწყება მეორე მსოფლიო ომი. ბიჭები ფარაჯებს იცვამენ, ახლობლებს ემშვიდობებიან და ფრონტზე მიდიან. გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ ჯარისკაცებად გადაიქცევიან. მათი სიცოცხლე დაზიანებული ტელეფონის ხაზის აღდგენას შეეწირება. ექვსი მეგობრიდან რაიხსტაგამდე მხოლოდ ერთი, "ბოლოკა" მიაღწევს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.