მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


არაჩვეულებრივი გამოფენა (1968)
ამ გვერდს გაეცნო 22013 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2579 მეტრი (95 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: ნელი სარადოვა
მონაწილეობენ: გურამ ლორთქიფანიძე (აგული), ვალენტინა ტელეჩკინა (გლაფირა), ვასილ ჩხაიძე (პიპინია), დოდო აბაშიძე (შავლეგი), სალომე ყანჩელი (ქვრივი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (თინა), ვიქტორ დეისაძე (ბონავენტური), აკაკი დობორჯგინიძე (დიმიტრი), ალექსანდრე (შურა) ქელბაქიანი (ფესტვიანიძე), ნიკოლოზ მიქაშავიძე (ხურციძე), ჯაბა წულაძე (აკიმი), თეიმურაზ ჩირგაძე (თამადა), ნუნუ მაჭავარიანი (მასწავლებელი), ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი, ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი, შოთა გაბელაია (ვალოდია ჯინჭარაძე), მიხეილ ჩიხლაძე (თინას მამა), ანა ლიუბიმოვა (კომენდანტი)
 

პროვინციელი მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დაკვეთით მუშაობს – მიცვალებულთა ბიუსტებს აკეთებს, რადგან დიდი ოჯახი ჰყავს სარჩენი. ერთ დღეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრიდან შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე – თავის "პერსონალურ გამოფენაზე" – აღმოჩნდება და სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა. ოცნების მარმარილოს კი თავის მოწაფეს გადაულოცავს...
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.