მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩემი მეგობარი ნოდარი (1967)
ამ გვერდს გაეცნო 18101 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2453 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: რეზო ჭეიშვილი, დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: გიორგი (გოგი) ხარაბაძე (ნოდარი), გიორგი (გია) კობახიძე (გივი), თეა ფირცხალავა (ია), ჯემალ ღაღანიძე (გოგია), ზაურ მჭედლიძე (ბუხუტი), გრიგოლ ნაცვლიშვილი (ტიტე ვაჩაძე), ბაადურ წულაძე (ბანოჯა), ეროსი მანჯგალაძე (სავლე), კარლო საკანდელიძე (ბიპოლსკი), გიორგი გეგეჭკორი (ლოგიკის მასწავლებელი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მთავარი ინჟინერი), ტარიელ საყვარელიძე (კლასის ხელმძღვანელი), კაპიტონ აბესაძე (აფრასიონი), იოსებ (სოსო) ხაინდრავა (ბილიარდის მოთამაშე), გივი ალექსანდრია, კოტე ბურჯანაძე, ვიქტორ დეისაძე, ც. დოლბაძე, ოთარ ზაუტაშვილი, რ. ირემაძე, ირაკლი ნიჟარაძე, თინათინ სეფერთელაძე, ირაკლი ქოქრაშვილი (მილიციელი), იპოლიტე ხვიჩია (კონფერანსიე), მერაბ გეგეჭკორი (მსახიობი)
 

ფუქსავატი, მერყევი ხასიათის ნოდარი ცოლ-შვილს სოფელში მიატოვებს და ბედის საძებნელად ქუთაისში ჩავა. ნოდარს მისი მეგობარი გივი ოჯახში დაბრუნებას ურჩევს, მაგრამ ნოდარს ქალაქში უნდა ცხოვრება და ავტოქარხნის კლუბში მოცეკვავეთა წრის ხელმძღვანელად დაიწყებს მუშაობას. გივის თანაკლასელი გოგონას, იას გარეგნობით მოხიბლული ნოდარი ქალიშვილს სასწავლებელში ნასვამი მიაკითხავს და შეურაცხყოფას მიაყენებს. გივი, რომელსაც დიდი ხანია ია უყვარს, ნოდარს სასტიკად გალახავს. შერცხვენილი ნოდარი ქალაქს გაეცლება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.