მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქალაქი ადრე იღვიძებს (1967)
ამ გვერდს გაეცნო 10691 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2624 მეტრი (95 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1968 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორები: სიკო დოლიძე, რევაზ (რეზო) ებრალიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვრები: ნიკოლოზ ყაზბეგი, მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ლარისა დიღმელოვა
მონაწილეობენ: შალვა ხერხეულიძე (დავითი), სესილია თაყაიშვილი (მარიამი), მეგი წულუკიძე (მედეა), ოთარ კობერიძე (თენგიზი), ლია ელიავა (მელიტა), თამაზ ბიბილური (დათო), ნინო ახალაძე (ხათუნა), იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), იაკობ ტრიპოლსკი (მინისტრი), დურმიშხან ხულორდავა (დურმიშხანი), ბაადურ წულაძე (ქარხნის მუშა), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ქარხნის მუშა), ირაკლი ქოქრაშვილი (ქარხნის მუშა), რევაზ ბარამიძე (ქარხნის მუშა), სერგო ისნელი (აპრესიანი) (ქარხნის მუშა), გიორგი გეგეჭკორი, ელენე საყვარელიძე, დუდუხანა წეროძე, გიორგი ქორიძე, ირაკლი ნიჟარაძე, თეა (ნათელა) გაბუნია, ნონა მაღალაშვილი, შალვა ჯანიაშვილი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, მიხეილ ჩიხლაძე, ჯ. ბურჭულაძე, ამირან დოლიძე, ს. რუხაძე, ირინე მაღალაშვილი (მსახიობი), ნინო ხომასურიძე
 

ვაგონშემკეთებელი ქარხნის რეორგანიზაციის გეგმის მიმართ განსხვავებული პოზიცია აქვთ გამოცდილ მუშას, დავითს და მის ვაჟს, მინისტრის მოადგილეს თენგიზს, რომელსაც მუშების ჩანაფიქრი დეპოს ელმავალმშენებელ ქარხნად გადაკეთების შესახებ არარეალურად მიაჩნია. მამა-შვილს შორის ურთიერთობა ოჯახშიც დაიძაბება – თენგიზი მეუღლეზე გულს აიყრის და მსახიობ ქალს შეიყვარებს. მთავრობა მუშების პროექტს დაუჭერს მხარს, ქარხანას გადააკეთებს და პირველ ელმავალს გამოუშვებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.