მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გიორგობისთვე (1966)
ამ გვერდს გაეცნო 16862 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სატირული კომედია, 8 ნაწილი, 2679 მეტრი (79 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 01.05.1968 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი: ამირან ჭიჭინაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: ნათელა იოსელიანი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: შალვა ჩიტიძე, ევგენი მასსი
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (ნიკო), მარინა ქარცივაძე (მარინე), გიორგი (გოგი) ხარაბაძე (ოთარი), დოდო აბაშიძე (რეზო), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (დავითი), ალექსანდრე ომიაძე (მთავარი მეღვინე), ბუხუტი ზაქარიაძე (ილო), ოთარ ზაუტაშვილი (შოთა), თენგიზ დაუშვილი (ნოდარი), ბაადურ წულაძე (არჩილი), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ბონდო), რუსუდან კიკნაძე, შოთა დაუშვილი, ა. კაჭკაჭიშვილი, გივი ბერიკაშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, ნოდარ ფირანიშვილი, ვახტანგ თანდილაშვილი, ემანუილ აფხაიძე, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (მიმტანი), ელგუჯა ბეჟუაშვილი, ლამარა კობახიძე
 

ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაუბედავს.

ფესტივალები და პრიზები:
  • ჟორჟ სადულის სახელობის პრემია (საფრანგეთი) (1968).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.