მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ლონდრე (1966)
ამ გვერდს გაეცნო 17212 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2491 მეტრი (90 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1968 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: თამაზ მელიავა
სცენარის ავტორი: ოთარ ჭილაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მონაწილეობენ: გივი ბერიკაშვილი (ლონდრე), ეროსი მანჯგალაძე (მღვდელი), რამაზ ჩხიკვაძე (დიამბეგი), ლია გუდაძე (ამეთვისტო–დიამბეგის ცოლი), კოტე დაუშვილი (ვაჭარი გეო), იოსებ (სოსო) ლაღიძე (გაბრიელი), ლეილა ყიფიანი (ცირა), თეა (ნათელა) გაბუნია (ვაჭრის ცოლი), შალვა გედევანიშვილი, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), ნოდარ მარგველაშვილი (ვაჭარი), ზურაბ ქაფიანიძე, დავით ოქროსცვარიძე (ჩაფარი), ილია ბაკაკური, იოსებ (სოსო) თარალაშვილი, ალექსანდრე ალაზნისპირელი, გურამ საღარაძე (მთხრობელი), ნოდარ ფირანიშვილი (ვაჭარი), მიხეილ (მიშიკო) ხვიტია

ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე
 

ლონდრე ჯარისკაცთა რაზმს ჩამორჩება, ღამეს ეკლესიაში გაათევს და მღვდლის მსახურს, გაბრიელს გაიცნობს, რომელიც შესჩივლებს, რომ მღვდელს მისი შეყვარებული ცირა ოთახში ჰყავს გამოკეტილი. ლონდრე გაბრიელს ცირას ოთახის ქვეშ ხვრელს გაათხრევინებს, ქალს გაათავისუფლებინებს და ჯვრის დასაწერად მღვდელს მოაწვევინებს. პატარძლისა და ტყვე ცირას მსგავსებით გაოგნებული მღვდელი გვიან მიხვდება, რომ გააბრიყვეს. ლონდრე ქალაქის თავსაც გაასულელებს და ბრაზისგან ჭკუიდან შეშლის. კმაყოფილი, რომ ახალგაზრდები გააბედნიერა, რეგვნები კი დასაჯა, ლონდრე ქალაქს დატოვებს და შარაგზას გაუყვება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.