მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მაცი ხვიტია (1966)
ამ გვერდს გაეცნო 17100 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო, 9 ნაწილი, 2570 მეტრი (93 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1967 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: გურამ ასათიანი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორები: გიორგი კალატოზიშვილი, იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვრები: ვასილ არაბიძე, რომან მახარაძე
კომპოზიტორი: სერგო ჟვანია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მემონტაჟე: მანანა ყარალაშვილი
მონაწილეობენ: ალეკო გაბეჩავა (მაცი), მანანა აბაზაძე (ეკა), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (კოჭოია), დოდო აბაშიძე (ომარ მარღანია), რევაზ ხობუა (ძგვიბი), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (ხვიჩა), ლიანა ასათიანი (გურანდუხტი), გიორგი გელოვანი (ჯოღორია-მოურავი), კახი კავსაძე (ჯამლეტი-ბატონიშვილი), დათო ყუფარაძე (მღვდელი), ზურაბ ყიფშიძე (პატარა კოჭოია), მ. დონდოლაძე, მ. ჯანჯღავა, თინათინ ჩარკვიანი, ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე, კონსტანტინე (კოტე) თოლორაია, დავით ოქროსცვარიძე, ბონდო გოგინავა, კუკური მჟავანაძე, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი, გრიგოლ ტყაბლაძე (მაცის მამა)
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

გადაღებულია ანტონ ფურცელაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
 

სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს იტყვის და იმავე ღამეს დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას გაათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას არაერთხელ დაიმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს დაესხმის და ტყვეებს გაათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებათ. გურანდუხტის მდევრები გაქცეულებს წამოეწევიან და დახოცავენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.