მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შეხვედრა წარსულთან (1966)
ამ გვერდს გაეცნო 14019 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი, 2758 მეტრი (100 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1967 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვრები: ნიკოლოზ ყაზბეგი, მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე (ალმასხანი), ვერიკო ანჯაფარიძე (პელაგია), ლეილა აბაშიძე (ნინო), მეგი წულუკიძე (დარინე), ქეთევან კიკნაძე (მარიამი), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (აკია), გიული ჭოხონელიძე (გოგია), მალხაზ ბებურიშვილი (გიორგი), ეროსი მანჯგალაძე (ვარდენი), ვახტანგ ნინუა (იასონი), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ილარიონი), იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), თენგიზ არჩვაძე (ნამორაძე), იაკობ ტრიპოლსკი (ანდრია), იოსებ (სოსო) ხაინდრავა (კომკავშირელი), ელენე საყვარელიძე (ექთანი), ეკატერინე ვერულეიშვილი (ეფროსინე), ირაკლი ქოქრაშვილი (ხალამბრე )
 

სოფელში ჩამოსულ ცნობილ ქირურგს, ნინოს, დაჭრილისთვის ოპერაციის გაკეთებას სთხოვენ. ნინო დაჭრილში ყოფილ ქმარს, აკიას ამოიცნობს და მძიმე წარსული თვალწინ დაუდგება: ბობოლა გლეხის, ალმასხანის შვილი აკია დაობლებულ ნინოს ნამუსს ახდის. ალმასხანი შვილს ნინოს ცოლად შერთვას აიძულებს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მოძულე აკია მალე თურქეთში გადაიხვეწება. ბოლშევიკებისგან შევიწროებას ვეღარც ალმასხანი გაუძლებს - სახლს ცეცხლს წაუკიდებს და გაქცევას დააპირებს, მაგრამ ცეცხლში თავადვე დაიღუპება. ხანძრის დროს იღუპება ნინოს პატარა შვილიც. ქალი სოფელს მიატოვებს, ახალი ცხოვრების დასაწყებად ქალაქში გაემგზავრება და ექიმი გახდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.