მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


აბესალომ და ეთერი (1966)
ამ გვერდს გაეცნო 21815 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინოოპერა, 9 ნაწილი, 2467 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1967 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ზაქარია ფალიაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: არჩილ მეტონიძე (აბესალომი), ლალი ხაბაზაშვილი (ეთერი), ნუგზარ შარია (მურმანი), ნანა ყიფიანი (მარიხი), მეგი წულუკიძე (დედოფალი ნათელა), ალექსანდრე ომიაძე (აბიო), ეთერ ჟორდანია (ნანა), გივი ტორონჯაძე (თანდარუხი), დათო დანელია (სტუმარი რაინდი), ირინე მაღალაშვილი (თავადის ქალი), თამარ ციციშვილი
სიმღერებს ასრულებენ: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ ზეინკლიშვილი, ნათელა ტუღუში, ლეილა გოცირიძე, ირაკლი შუშანია, დ. ჯიტავა, გივი ტორონჯაძე, კ. მაღრაძე

გადაღებულია ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერის" მიხედვით.
 

მეფისწული აბესალომი ნადირობისას ობოლ გოგონას, ეთერს შეხვდება, დანახვისთანავე შეიყვარებს, სასახლეში წაიყვანს და საცოლედ გამოაცხადებს. ეთერის სილამაზე ვეზირ მურმანს მოსვენებას დაუკარგავს, ის პატარძალს საქორწილო საჩუქრად შელოცვილ ყელსაბამს მიართმევს. ყელსაბამი ეთერს ისეთ სენს შეყრის, მურმანის გარდა რომ ვერავინ განკურნოს. აბესალომი ეთერის ტანჯვას ვერ უძლებს და უარს ამბობს მასზე. გახარებული მურმანი ქალს ჯადოსგან ათავისუფლებს და ცოლად ირთავს. ეთერთან განშორება აბესალომს ლოგინად ჩააგდებს, სიკვდილის წინ მურმანს ეთერის ნახვას სთხოვს და სატრფოს მკლავებში კვდება. სასოწარკვეთილი ეთერი თავს იკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.