მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქორწილი (1964)
ამ გვერდს გაეცნო 12354 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 2 ნაწილი, 587 მეტრი (21 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი”
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1965 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ კობახიძე
სცენარის ავტორი: მიხეილ კობახიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მონაწილეობენ: გიორგი (გოგი) ქავთარაძე (ჭაბუკი), ნანა ქავთარაძე (გოგონა), ეკატერინე ვერულეიშვილი (დედა), ბაადურ წულაძე (მგზავრი)
მუსიკალური გამფორმებელი: მიხეილ კობახიძე
 

ვაჟს ავტობუსით მგზავრობისას გოგონა მოეწონება. იმ დღიდან ლანდივით აედევნება, გოგონას გაცნობას მოახერხებს და მოეჩვენება, რომ ისიც თანაუგრძნობს. ვაჟი გრძნობის გამჟღავნებას გადაწყვეტს და თაიგულით ხელდამშვენებული შეყვარებულის სახლისკენ გასწევს. შეხვედრაზე ფიქრი ბედნიერებით ავსებს, მაგრამ რეალობა გამოაფხიზლებს – პატარძლის სამოსში გამოწყობილი მისი რჩეული ახალშეუღლებულ ქმართან და მაყრიონთან ერთად ბრუნდება სახლში, სადაც, როგორც ეტყობა, საქორწილო სუფრაა გაშლილი. იმედგაცრუებული ახალგაზრდა კედელს მიეფარება, შემდეგ კი გაწბილებას არ შეიმჩნევს და ენერგიული ნაბიჯით ქუჩას გაუყვება.

ფესტივალები და პრიზები:
  • სატელევიზიო ფილმების I საკავშირო ფესტივალის პრიზი. ქ. კიევი. (1965).

  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი; ფიარესის პრიზი;საერთაშორისო ევანგელისტური საზოგადოების კინოცენტრის "ინტერფილმის" პრემია ქ. ობერჰაუზენი (1965).

  • ახალგაზრდული ფილმების VI საერთაშორისო შეხვედრის ჟიურის დიდი პრიზი, კანი (1965).

  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის პრემია, ქ. ბუენოს-აირესი (1966).

  • ჟიურის სპეციალური პრიზი, "ფიპრესის" პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (1966).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.