მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


პიერი მილიციის თანამშრომელი (1965)
ამ გვერდს გაეცნო 11944 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა, 9 ნაწილი, 2384 მეტრი (86 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორები: აბესალომ მაისურაძე, იური ფედნევი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: გულნარა ბერიაშვილი, დავით ლომიძე
მემონტაჟე: ლარისა დიღმელოვა
მონაწილეობენ: იმედა კახიანი (პიერი), ლალი მესხი (ნანი), სესილია თაყაიშვილი (ლიზა), დინარა ჟორჟოლიანი (თინა), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (პროფესორი), კოტე ამაღლობელი (ტაბაღუა), მალხაზ გორგილაძე (რეზო), დოდო აბაშიძე (მილიციის უფროსი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოხუცი), აბესალომ ლორია (დალაქი), კარლო საკანდელიძე (კარლო), მერაბ თავაძე (ანზორი), ვახტანგ მეგრელიშვილი (გამვლელი), ბუხუტი ზაქარიაძე (მოქალაქე), იპოლიტე ხვიჩია (მილიციელი), იოსებ (სოსო) ხაინდრავა (მილიციის მორიგე), ლევან შენგელია (მსუქანი კაცი), ვახტანგ ნინუა (დარაჯი), ივანე მარქაროვი (ჭუპა), ვალერიან გვენცაძე (შლაპიანი კაცი), გრიგოლ კოკელაძე (პორტფელიანი კაცი), ვიქტორ დეისაძე (მწონავი), ნოდარ ფირანიშვილი (ტარიელი), გურამ ჟვანია (გარგანჯია), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (ქურდი), გ. ლასხიშვილი (დოცენტი), გელა გიორგაძე (ბიჭი), ბაადურ წულაძე (მსაჯი), ელენე ყიფშიძე (მობინადრე), ერემია სვანაძე, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (მორიგე მილიციონერი), ქეთევან კოლხიდელი
 

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ პიერი მილიციაში დაიწყებს მუშაობას. გულისხმიერ მილიციელს მალე მთელი ქალაქი შეიყვარებს. პიერს ჯარში წასვლამდე მეზობლის ქალიშვილი თინა უყვარდა, ჯარიდან წერილებს სწერდა, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მიუღია - თინა საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასულა. ერთ დღეს, ბინის ქურდების დაკავებისას პიერს ბოროტმოქმედები მძიმედ დაჭრიან. საავადმყოფოში ბევრი გულშემატკივარი მიაკითხავს, მაგრამ მას ყველაზე მეტად თინას ნახვა გაახარებს, რომელიც ცნობილი მომღერალი გამხდარა და მშობლიურ ქალაქში საგასტროლოდ ჩამოსულა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.