მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965)
ამ გვერდს გაეცნო 31808 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2276 მეტრი (82 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: ნოდარ წულეისკირი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვრები: სერაფიონ ვაწაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: დავით ლომიძე, ეთერ ჯებაშვილი, შალვა ჩიტიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სოფიკო ჭიაურელი (ტასია), გიორგი შენგელაია (გოგია), აკაკი ხორავა (გიჟუა), ვასო გოძიაშვილი (ავეტიკა), ვახტანგ ნინუა (თავადი ავთანდილი), ვერიკო ანჯაფარიძე (თავადის ქალი), სერგეი მარტინსონი (ბორისი), არჩილ გომიაშვილი (კოსტაია), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (პაპა ლაზარე), ფარსმან სონღულაშვილი (მოურავი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მელანო), მერი დავითაშვილი (მართა), კოტე დაუშვილი (მღვდელი), ემანუილ აფხაიძე, ილია ბაკაკური, რევაზ ბარამიძე, ავთანდილ ვერულეიშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, გივი თოხაძე, კონსტანტინე (კოტე) თოლორაია, მ. ხოჯავა, დიმიტრი ყიფიანი (თავადი), ირაკლი ქოქრაშვილი (ყარაჩოხელი), ელენე ყიფშიძე (სტუმარი), მიხეილ ჩიხლაძე (დავითის ბიძა)

გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით
 

ხელოსან ბიჭს გოგიას ბაზრობაზე სოფლიდან ჩამოსული გოგო ტასია შეუყვარდება, გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს. ტასიას სოფელში მაყრიონის თანხლებით ჩასულ გოგიას პატარძალი აღარ დახვდება - თავადის ქალის ბრძანებით გოგო ბატონის სახლში შინამოსამსახურედ წაუყვანიათ. ხანშიშესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მის ცოლად შერთვას გადაწყვეტს, მაგრამ ბატონყმობა უკვე გადავარდნილია - ბატონის სურვილი კანონი აღარ არის. გოგიას მეგობარი ყარაჩოღელები ბატონს პატარძალს წაართმევენ და გოგიას და ტასიას ჯვარს დაწერენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.