მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (1965)
ამ გვერდს გაეცნო 11464 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 2014 მეტრი (73 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორები: არლი თაყაიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (საშიკო კანდელაკი), ეროსი მანჯგალაძე (დათიკო ხუციშვილი), იპოლიტე ხვიჩია (ყარამანი ხუსკივაძე), მავრ პიასეცკი (კანდელაკი), დალი რატიანი (ნანი), სერგო ორჯონიკიძე (დათო), ელენე ყიფშიძე (ელეონორა), დალი წერეთელი (ცირა), გივი თოხაძე (ლეიტენანტი), ნოდარ ფირანიშვილი (გურამი), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (სახ.დაზღვევის აგენტი), რევაზ ხობუა (თამადა), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (თვითმარქვია კბილის ექიმი), ჯემალ ღაღანიძე (მილიციელი), გიორგი ჟუჟუნაშვილი (მეეზოვე), დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (შემდუღებელი), ეკატერინე ვერულეიშვილი (ფოსტის თანამშრომელი), ოთარ ზაუტაშვილი (პარიკმახერი), არჩილ გომიაშვილი (ლომების მომთვინიერებელი), დოდო აბაშიძე (აფრასიონი)
 

ნანი შემთხვევით ნაპოვნ უბის წიგნაკში მოქალაქეთა გვარებს ამოიკითხავს, რომლებსაც სხვადასხვა ხერხით მოკვლას უპირებენ. ჩანაწერების ნახვის შემდეგ ქალიშვილს მილიციიდან სიცილით გაისტუმრებენ, თუმცა მიამიტი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედის გეგმა აღმოაჩინა. იგი აღწერილ პიროვნებათა ადგილსამყოფელს დაადგენს და თითოეულ მათგანს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ყველა შეშფოთდება, მაგრამ მალე ჩანაწერების ავტორი გამოჩნდება და მილიციას აუხსნის, რომ წიგნაკში დეტექტიური რომანის გამოგონილი პერსონაჟების გვარებია ჩამოწერილი.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.