მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მე ვხედავ მზეს (1965)
ამ გვერდს გაეცნო 15251 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2418 მეტრი (87 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: ნოდარ დუმბაძე, ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: გელა ჭიჭინაძე (სოსოია), ლეილა ყიფიანი (ხატია), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ბეჟანა), ლია ელიავა (ქეთო), გლებ სტრიჟენოვი (ანატოლი), იპოლიტე ხვიჩია (ბეგლარა), ალექსანდრე ომიაძე (ბესარიონი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუკაია), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (კოწია), გრიგოლ ტყაბლაძე (ბაბილო), დუდუხანა წეროძე (კაკანო), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ქიშვარდი), კაპიტონ აბესაძე (ზოსიმე), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ედემიკა), თენგიზ არჩვაძე (დათიკო), ელენე ყიფშიძე (ქსენია), სესილია თაყაიშვილი (აკვირინე), ირინე მაღალაშვილი, ეკატერინე ვერულეიშვილი (თხის პატრონი)

გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

მეორე მსოფლიო ომის დროს მამაკაცების გარეშე დარჩენილ სოფელში დარდი და სიდუხჭირე დაისადგურებს. ცხოვრების სიმძიმე ობოლ სოსოიას ადამიანებისადმი თანადგომას ადრე ასწავლის - ბიჭი მარტოხელა მამიდაზე ზრუნავს, ზრუნავს ბავშვობის მეგობარ უსინათლო ხატიაზე, სულით ავადმყოფ ბეჟანაზე, დაჭრილ რუს ჯარისკაცზე... მთავრდება ომი. სოსოიას სწამს, რომ ცხოვრება გამოკეთდება, ხატიას თვალი აეხილება და ცხოვრების გზას მასთან ერთად გაივლის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.