მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ხევსურული ბალადა (1965)
ამ გვერდს გაეცნო 16124 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2450 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1967 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: თენგიზ არჩვაძე (იმედა), სოფიკო ჭიაურელი (მზექალა), ლეო (ლევან) ფილფანი (თორღვაი), ზურაბ ქაფიანიძე (აპარეკა), კოტე დაუშვილი (მგელიკა), დოდო აბაშიძე (ალუდა), რევაზ ხობუა (ექიმი), ილია ბაკაკური, ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ხევსური), ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე (გიორგი), ზურაბ შონია, დალი წერეთელი, ზანდა იოსელიანი, ჯემალ შანშიაშვილი, ბონდო გოგინავა
 

ნიჭიერ მხატვარს, იმედას ბავშვობაში მამა მოსისხლემ მოუკლა. მას შემდეგ თბილისში, მამის მეგობართან იზრდებოდა... თხუთმეტი წლის შემდეგ, ბიძაშვილის მიწვევით, იმედა მშობლიურ ხევსურეთს ესტუმრება. ბუნებით და ადამიანებით მოხიბლული მხატვარი გატაცებით მუშაობს, ქალაქში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან ხევსური ქალი, მზექალა შეუყვარდება. მზექალა თორღვასაც უყვარს, ის იმედას ხმალში გამოიწვევს. იმედას თორღვა შემოაკვდება. მოსისხლეებს რომ გაარიდონ, იმედასა და მზექალას სოფლიდან გააპარებენ, მაგრამ მათ მდევარი წამოეწევა და ნასროლი ტყვია მზექალას შეიწირავს.

ფესტივალები და პრიზები:
  • პრიზი "ოქროს ედელვაისი", ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი (1967).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.