მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გზაში (1964)
ამ გვერდს გაეცნო 5809 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 3 ნაწილი, 746 მეტრი (27 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე
დამდგმელი ოპერატორი: შოთა კილაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ სეხნიაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ეთერ ჯებაშვილი
მონაწილეობენ: კარლო საკანდელიძე (ხულიგანი), ბუხუტი ზაქარიაძე (მაღაროელი), იპოლიტე ხვიჩია (მონადირე), ელენე ყიფშიძე (ქალი), თ. მანჯგალაძე (ბიჭი), ეკატერინე ვერულეიშვილი (დარეჯანი), ირაკლი ქოქრაშვილი (გზია ოსტატი), მერაბ გეგეჭკორი (კლემანსო, მგზავრი)
 

მგზავრებით სავსე ავტობუსს გზაზე დაგდებული ჯიხური გზას გადაუღობავს. მთვრალი სვინა, რომელმაც ეს ხერხი ავტობუსის გასაჩერებლად გამოიყენა, ჯიხურიდან გამოძვრება და ავტობუსში ავა. იგი მგზავრებს თავს აბეზრებს, მაგრამ მთვრალთან კამათს ყველა ერიდება. ბოლოს მოთმინებიდან გამოსული ერთი ქალი წამოხტება და თავხედს ავტობუსიდან ჩააგდებს. ნირწამხდარი სვინა წვიმის ქვეშ დარჩება გზაზე.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.